8144 live vacancies
← All vacancies

NM3P30ZH Posted 26 Aug 2 views

მორიგე ოპერატორი

ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პაციენტების რეგისტრაციისა და მომსახურების სამსახურის მორიგე ოპერატორის პოზიციაზე (ემერჯენსი).

პაციენტების რეგისტრაციისა და მომსახურების სამსახურის ღამის მორიგე ოპერატორი (ემერჯენსი).

მორიგეობის გრაფიკი - 16 სთ, 24 სთ. საათობრივი მორიგეობის ანაზღაურება: საათში 7.5 ლარი დარიცხული; 24-საათიანი მორიგეობის ანაზღაურება ხელზე ასაღები (140 ლარი); 16-საათიანი მორიგეობის ანაზღაურება ხელზე ასაღები (94 ლარი). ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29.

ფუნქციები:

** პაციენტის იდენტიფიკაცია; ** პაციენტის დამფინანსებლის განსაზღვრა; ** პაციენტის მონაცემების შიდა პროგრამაში სრულყოფილად ასახვა; ** სახელმწიფო პორტალზე მუშაობა; ** სამედიცინო ბარათის გახსნა; ** სადაზღვევო კომპანიებთან კომუნიკაცია; ** სალარო აპარატთან მუშაობა; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტი:

** საშუალო სამედიცინო განათლების ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ** უპირატესობა მიენიჭება მსგავსი სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი; ** ანალიზის უნარი; ** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომპეტენტურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge, ასევე შესაძლებელია მითითებული დოკუმენტაცია დატოვოთ კლინიკის კანცელარიაში.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 15 სექტემბერი.

Report this

About the employer
ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free