8300 live vacancies
← All vacancies

P7VDPE05 Posted 27 Aug 3 views

სამშენებლო საქმეთა მმართველი

კომპანია via jobs.ge
Poti Full-time Construction / Repair
Negotiable Apply by

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მმართველის პოზიციაზე.

ოფისის მდებარეობა: ქ. ფოთი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული პროცესის მართვა პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე. ** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მუდმივი კონტროლი პროექტის, გრაფიკისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. ** სამუშაოების შესრულების ვადების, ხარისხისა და ბიუჯეტის დაცვაზე პასუხისმგებლობა. ** სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალის, ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების საქმიანობის კოორდინაცია. ** სამუშაოების შესრულების შესაბამისობის უზრუნველყოფა სამშენებლო ნორმებთან, სტანდარტებთან, საპროექტო დოკუმენტაციასა და მოქმედ კანონმდებლობასთან. ** სამუშაოების უსაფრთხო შესრულების უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესაბამისად. ** სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და რესურსების საჭიროების განსაზღვრა და მათი ეფექტიანი გამოყენების კონტროლი. ** სამშენებლო სამუშაოების მოცულობების, შესრულებული სამუშაოებისა და ხარჯების მონიტორინგი. ** საპროექტო ცვლილებების განხილვა, შესაბამის მხარეებთან შეთანხმება და მათი დროული განხორციელების ორგანიზება. ** სამშენებლო პროცესში წარმოშობილი ტექნიკური და ორგანიზაციული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა. ** დამკვეთთან, საპროექტო ორგანიზაციებთან, ზედამხედველებთან და სახელმწიფო უწყებებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა. ** სამშენებლო დოკუმენტაციის, შესრულებული სამუშაოების აქტებისა და ანგარიშგების მომზადება და კონტროლი. ** ობიექტის მზადყოფნის უზრუნველყოფა შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებისთვის. ** ხელმძღვანელობისთვის სამშენებლო პროექტების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენა. ** კომპანიის შიდა რეგულაციების, პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, კონსტრუქციების ან მონათესავე მიმართულებით. ** AutoCAD-ის სრულყოფილად ცოდნა; Tekla Structures-ის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. ** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება. ** ლითონ-კონსტრუქციების პროექტირებისა და დეტალური ნახაზების მომზადების გამოცდილება. ** ტექნიკური ნახაზებისა და საინჟინრო დოკუმენტაციის წაკითხვისა და მომზადების უნარი. ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2026 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

Report this

About the employer
კომპანია
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free