8300 live vacancies
← All vacancies

PA9D8J7G Posted 27 Aug 3 views

ადმინისტრატორი

XS სათამაშოები via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, ქალაქ თბილისში, თავისუფლების მოედანი, გალერეა თბილისი.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "XS სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 5 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: გალერეა თბილისი; მიმართულება: Build a Bear-ის "სახელოსნო" სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა ** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ** მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება ** სალაროს მართვა ** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება; ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: anvoljobs@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი - გალერია თბილისი). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!

Report this

About the employer
XS სათამაშოები
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free