8127 live vacancies
← All vacancies

QDG13B0A Posted 26 Aug 3 views

მოლარე-კონსულტანტი

JYSK via jobs.ge
Batumi Full-time Sales
₾1000 / month Apply by

სკანდინავიური ბრენდი "JYSK" არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით.

დღეს "JYSK" მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

"JYSK" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება. ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია; ** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით; ** სალაროსთან მუშაობა; ** დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია); ** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; ** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@JYSK.ge. სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

Report this

About the employer
JYSK
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free