7981 live vacancies
← All vacancies

QVB9NSDZ Posted 25 Aug 4 views

ლოგისტიკის მენეჯერი

F.S. Mackenzie Georgia via hr.ge
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Negotiable Apply by

F.S. Mackenzie Georgia აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერი პოზიციაზე

F.S. Mackenzie სათავეს იღებს 1950-იანი წლებიდან ინგლისში და დღეს წარმოადგენს საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას. კომპანიის წარმომადგენლობები მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას — ევროპიდან აზიამდე, პარტნიორული ქსელი კი მთელს მსოფლიოს, რაც უზრუნველყოფს საიმედო და ეფექტურ ლოგისტიკურ მომსახურებას საერთაშორისო დონეზე.

იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდი: www.fsmlogistics.com

საქართველოს წარმომადგენლობაში - F.S. Mackenzie Georgia, ვეძებთ გამოცდილ ლოგისტიკის სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები: - მიღებული სატრანსპორტო მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება; - შეკვეთების პროგრამაში შეყვანა და აღრიცხვა; - კომპანიის შიდა და პარტნიორულ ქსელთან ურთიერთობა და გადაზიდვების კოორდინაცია; - კლიენტებთან კომუნიკაცია და მიმდინარე სტატუსების განახლება; - სატრანსპორტო, საბაჟო და კომერციული დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი; - კლიენტებისგან მისაღები და აგენტებისთვის ჩასარიცხი თანხების მონიტორინგი; - მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განაღლება; - ლოგისტიკის და გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება. დამატებით, საჰაერო, სახმელეთო ან/და სარკინიგზო გადაზიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე; - Microsoft Office პროგრამების ცოდნა აუცილებელია. სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები; - დეტალებზე ორიენტირებული; - პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი; - პარალელური ამოცანების ეფექტურად მართვა; - სამუშაოს დაგეგმვა და დროის ეფექტური მართვა; - გუნდურად მუშაობა და კოორდინაცია;

ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურებას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - საპენსიო წილის ანაზღაურებას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - მზარდ კომპანიაში და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

თუ დაინტერესებული ხართ შემოგვიერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge. გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსია მეილის სათაურში.

სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის ახალი წევრი.

Report this

About the employer
F.S. Mackenzie Georgia
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free