მოლარე-კონსულტანტი
შპს კომფო დიზაინი აცხადებს ვაკანსიას ავეჯის, განათებისა და აქსესუარების მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: 1) თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22, ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა; 2) თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N68. (კანდიდატს მოუწევს მუშაობა ორივე ფილიალში, დადგენილი გრაფიკის მიხედვით).
აუცილებელი მოთხოვნები: - აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - დახვეწილი მეტყველება; - თავაზიანობა; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - პრიორიტეტად ჩაითვლება ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში; - სრულყოფილად იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია; - უზრუნველყოს საქონლის საკმარისი რაოდენობით არსებობა დარბაზში; - გაითვალისწინოს მომხმარებელთა აზრი პროდუქციასთან/მომსახურებასთნ დაკავშირებით და ინფორმაცია მიაწოდოს მენეჯერს; - ნაღდი და უნაღდო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება; - სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება; - მომხმარებლებთან ონლაინ კომუნიკაცია; - შეკვეთების პროგრამული გაფორმება; - ფილიალის სატელეფონი ზარებზე პასუხი;
ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ საბონუსე სისტემას; - კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; - კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში ხელშეწყობას;
სრული სამუშაო გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე. სამუშაო საათები 11:00-დან 19:00-მდე დიღმის ფილიალში და 11:00-დან 20:00-მდე ჰუალინგის ფილიალში ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე info@comfo.ge და გამოგზავნისას მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მოლარე კონსულტანტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.