8300 live vacancies
← All vacancies

S43PP7W0 Posted 27 Aug 4 views

საფინანსო და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი via jobs.ge
Tbilisi Full-time Finance / Accounting
₾3500 / month Apply by

სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება

თანამდებობა: საფინანსო და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

დაქვემდებარება:

** უშუალო ხელმძღვანელი ** საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** ლიცეუმის დირექტორი

ფუნქცია-მოვალეობები

ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:

** პასუხისმგებელია ლიცეუმში საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის ორგანიზებასა და გამართულ ფუნქციონირებაზე; ** უზრუნველყოფს ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და დადგენილ ვადებში წარდგენას; ** აკონტროლებს საბუღალტრო დოკუმენტაციის სწორ და დროულ გაფორმებას, ფინანსური ოპერაციების კანონიერებას და მონაცემთა კონსოლიდაციას; ** ზედამხედველობს დებიტორულ და კრედიტორულ ანგარიშსწორებებს, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, მემორიალური ორდერების შედგენას და ფინანსურ შედეგებში შემოსავლებისა და ჯარიმების სწორ ასახვას; ** კურირებს საბუღალტრო აღრიცხვის ჯგუფს, ახორციელებს ლიცეუმის საწყობებზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ქონების სააღრიცხვო მონაცემებთან დოკუმენტალური შედარების განხორციელებას, ახორციელებს დოკუმენტაციის ვიზირებას და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე; ** წელიწადში ორჯერ ახორციელებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობიდან მიღებული მატერიალური ქონების შედარებას ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სააღრიცხვო ჯგუფთან; ** უზრუნველყოფს საბიუჯეტო დაგეგმვისა და შესრულების ანალიზს. სტრუქტურული ერთეულებისგან ბიუჯეტური წინადადებების შეგროვებასა და დამუშავებას; ** მონაწილეობს ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების ყოველდღიურ, ყოველთვიურ და კვარტალურ შეფასებაში; ** ახორციელებს შრომის ანაზღაურების, სამივლინებო ხარჯებისა და სხვა გასაცემლების გაანგარიშებასა და შესაბამის ბუღალტრულ გატარებებს, ამზადებს დოკუმენტაციას ხაზინის ელექტრონულ სისტემაში უნაღდო ანგარიშსწორებისთვის და უზრუნველყოფს ავანსების კონტროლს; ** ამზადებს პერიოდულ ფინანსურ, სტატისტიკურ და საგადასახადო ანგარიშებს და დამუშავებულ მონაცემებს დროულად გადასცემს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით; ** კოორდინაციას უწევს მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას, უზრუნველყოფს პირველადი დოკუმენტაციის ფორმალურ და შინაარსობრივ შემოწმებას, საბუღალტრო პროგრამებში შესაბამისი გატარებების კონტროლს და საწყობებში ფაქტობრივი ნაშთების საბუღალტრო მონაცემებთან პერიოდულ შედარებას; ** უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზსა და მათ დროულ ასახვას აღრიცხვა-ანგარიშგებაში, აგრეთვე დოკუმენტაციის დაცვასა და სისტემატიზაციას; ** ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და მოადგილის წინაშე.

დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:

** უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.

თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

** ხარისხი (სავალდებულო) — ბაკალავრის ხარისხი; ** ხარისხი (სასურველი) — მაგისტრის ხარისხი.

გამოცდილება:

** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა:

** საქართველოს ბუღალტრული სტანდარტების (GAS) ცოდნა; ** საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების (IFRS) ფლობა; ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა და გამოყენება; ** აუდიტის პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების ცოდნა; ** შესყიდვების პროცედურების ღრმა ცოდნა; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ღრმა ცოდნა; ** შრომითი და კომერციული სამართლის ძირითადი ნორმები; ** ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სამართლებრივი ჩარჩო.

კომპეტენციები

** ხედვა/სტრატეგიული აზროვნება; ** ფინანსური ანალიზის უნარები; ** რისკების შეფასებისა და მართვის უნარები.

დაგეგმვა და ორგანიზება:

** დროის მართვის უნარი; ** პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი; ** რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** ხარისხზე ორიენტაცია.

პრობლემების გადაჭრა და სიღრმისეული ანალიზი:

** პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და დროულად გადაწყვეტის უნარი; ** ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობის უნარი.

კომუნიკაცია:

** კომუნიკაბელურობა; ** გამართულად წერის უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).

სხვა უნარები: უცხო ენის ცოდნა — ინგლისური, STANAG 6001 SLP 1+/1+/1+/1+ ან შესაბამისი დონე.

კომპიუტერული პროგრამები

** Microsoft Office სიუტის ღრმა ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის ექსპერტული დონე); ** ფინანსური მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება; ** ERP სისტემების (SAP, Oracle, ან მსგავსი) ადმინისტრირება; ** ბაზების მართვა და SQL-ის ბაზისური ცოდნა; ** ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD); ** ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა (Orisi).

ანაზღაურება: 3500 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია:

** ელფოსტა: cml@mod.gov.ge ** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066

Report this

About the employer
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free