მძღოლი-ექსპედიტორი/დისტრიბუტორი
სადისტრიბუციო კომპანია შპს ,,ბუდგეთ,,-ი აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის(დისტრიბუტორი) პოზიციაზე თბილისში.
კომპანია ორიენტირებულია თანამშრომელთა ინტერესების დაცვაზე და იძლევა კარიერული განვითარების საშუალებას.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს: - შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; - თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს; - პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს; - პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; - შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს; - ანაზღაურებად შვებულებას
მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება; - სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება(ანალოგიურ პოზიციაზე); - დახასიათება წინა სამსახურიდან - ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
კომპანია უზრუნველყოფს: - ავტომობილს, საწვავს და პროდუქციას,
აუცილებელი პიროვნული თვისებები: - გუნდური მუშაობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - მოლაპარაკებების წარმოება; - დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; - ახალი ობიექტების ათვისების უნარი; - ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი; - პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
მოვალეობები: - პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით; - ობიექტიდან თანხის დროული ამოღება; - სამუშაო დღის ბოლოს ობიექტიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა; - მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი; - სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით)
ანაზღაურება: შერჩეულ კადრებს კომპანია სთავაზობს ანაზღაურება: 1100 ლარიდან 1500 ლარამდე
სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 78 50 59 ან გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე; alex@budgetgeo.com