პროექტების მენეჯერი
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული თანამდებობრივი სარგო: 1,326 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - ფინანსური და სხვა რესურსების მოზიდვის წყაროების მუდმივი გამოვლენა; - დონორებისთვის პროექტებისა და პროექტების ანგარიშების მაღალი ხარისხითა და დადგენილ ვადებში მომზადების უზრუნველყოფა; - დონორებთან და ფონდებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება; - ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან კომუნიკაცია; - დიდ ბიუჯეტიან პროექტებზე მუშაობა, მათ შორის Horizon Europe-ის პროექტებზე; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ბაკალავრის ხარისხი; - მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მსგავს სფეროში.
ენების ცოდნა - ქართული - სახელმწიფო ენა; - ინგლისური - B2 დონე.
საოფისე პროგრამებისა და პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა - Microsoft Word; - Microsoft Excel; - Microsoft PowerPoint; - Asana ან მსგავსი პროექტების მართვის პროგრამის ცოდნა.
პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა - პროექტების წერის ტექნიკის ცოდნა; - მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკის ცოდნა; - პროექტების დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; - დონორებთან და ფონდებთან კომუნიკაციის პრინციპების ცოდნა; - პროექტების ანგარიშგების მომზადების უნარი.
პიროვნული უნარები - კრეატიულობა და ახალი იდეების გენერირების უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - არგუმენტირებული მსჯელობისა და დასაბუთების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - რამდენიმე პროექტსა და ამოცანაზე ერთდროულად ეფექტურად მუშაობის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - ვადების დაცვის უნარი; - ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; - სტრესულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; - ცვლილებებისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; - ოპერატიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@sciencelib.ge ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „ფინანსური რესურსების განვითარების დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი“ განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი. გისურვებთ წარმატებებს!