8219 live vacancies
← All vacancies

T38ZG73Q Posted 26 Aug 4 views

ბიდერი/ამერიკის ავტოაუქციონზე შემსყიდველი პირი

ქარსფეისი via jobs.ge
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1500 / month Apply by

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ბიდერი/ამერიკის ავტოაუქციონზე შემსყიდველი პირის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

ანაზღაურება: 1500 ლარი NET + ტრანსპორტირების თანხა. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 16:00-01:00; სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19;

დასაქმებულებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ დაზღვევას. ** დამატებით შვებულების დღეებს ** Fitpass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აშშ-ს საერთაშორისო აუქციონზე მონაწილეობის მიღება; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია; ** ავტომობილის ისტორიის/საბუთების გადამოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. (კომპანიას ჰყავს ბევრი ყაზახი მომხმარებელი); ** პასუხისმგებლობიანი; ** ორგანიზებული; ** დროის მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@carspace.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

Report this

About the employer
ქარსფეისი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free