8399 live vacancies
← All vacancies

VMJEYZHB Posted 27 Aug 3 views

მოსწავლეთა სკოლის შემდგომ მხარდაჭერის მასწავლებელი

საგანმანათლებლო ცენტრი via jobs.ge
Rustavi Full-time Education
Negotiable Apply by

თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა, შეგიძლიათ შექმნათ გარემო, სადაც სწავლა საინტერესო, სახალისო და შთამაგონებელ პროცესად იქცევა, და გსურთ პროფესიული განვითარება, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ვეძებთ შემოქმედებით, ინიციატივიან და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაფასებულად, მხარდაჭერილად და მოტივირებულად იგრძნობს.

თანამდებობა: მოსწავლეთა სკოლისშემდგომ მხარდაჭერის მასწავლებელი (გახანგრძლივებული ჯგუფი)

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი (საგანმანათლებლო ცენტრი "აკადეა") სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (შესაძლებელია ნახევარი განაკვეთის განხილვაც)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** გახანგრძლივებული ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება; ** მოსწავლეთა უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა; ** მოსწავლეების მხარდაჭერა საშინაო დავალებების შესრულების პროცესში; ** შემეცნებითი, შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური თანამშრომლობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** სტაბილურ სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancyhub@outlook.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 5 სექტემბრამდე.

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 590 90 36 90

ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

Report this

About the employer
საგანმანათლებლო ცენტრი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free