მშენებლობის ზედამხედველი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ მშენებლობის ზედამხედველს.
ლოკაცია: ბათუმი
მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი; ** MEP სისტემების (Mechanical, Electrical, Plumbing) სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველობა და კონტროლი; ** მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისა და ხარისხის კონტროლი; ** გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი; ** სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრაზე ზრუნვა; ** ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება; ** პერიოდული ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის მიმართულებით); ** აუცილებელია სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.