8155 live vacancies
← All vacancies

WT67X4XM Posted 26 Aug 4 views

უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტი

ეტერნა ჯორჯია via jobs.ge
Tbilisi Full-time Marketing / PR
₾800 / month Apply by

"Eterna Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოთხოვნები:

** მარკეტინგის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, სასურველია სოციალურ მედიასა და ციფრულ მარკეტინგში ** სოციალური მედიის პლატფორმების მართვის გამოცდილება ** Meta Ads Manager-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ** კონტენტის შექმნისა და დაგეგმვის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა ** კარგი საკომუნიკაციო და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები ** გაყიდვებსა და მომხმარებლის მომსახურებაზე ორიენტირებულობა ** კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი

სამუშაო აღწერილობა:

** მარკეტინგული კონტენტის შექმნისა და დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა მარკეტინგის მენეჯერთან შეთანხმებით ** სოციალური მედიის არხების ყოველდღიური მართვა და განვითარება მარკეტინგის მენეჯერთან შეთანხმებით ** სოციალური მედიისთვის ფოტო, ვიდეო და ტექსტური კონტენტის მომზადებაში მონაწილეობა ** Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის, გაშვებისა და მონიტორინგის პროცესში მონაწილეობა ** შოურუმში მომხმარებლების მომსახურება და მათი საჭიროებების, ინტერესებისა და ქცევის დაკვირვება ** მომხმარებელთა უკუკავშირისა და შოურუმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მარკეტინგული იდეებისა და ინიციატივების შემუშავება და მარკეტინგის მენეჯერისთვის შეთავაზება ** მომხმარებელთა ინტერესებისა და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება და შესაბამისი მარკეტინგული შესაძლებლობების იდენტიფიცირება ** მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერა ** ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში

პირობები:

** სამუშაო საათები: 12:00 - 19:00, დასვენება — კვირაში სამი დღე ** უპირატესობები: კომპანია ახლად დაფუძნებულია და კომპანიის განვითარებასთან ერთად, ახალ და უფრო მაღალი პოზიციის ვაკანსიებზე შევსება პრიორიტეტულად მოხდება არსებული თანამშრომლებისგან. ეს ნიშნავს რომ კომპანიის განვითარების ნაწილი შეგიძლიათ გახდეთ თავიდანვე. ** ლოკაცია: თბილისი, საბურთალოს რაიონი. ალ ყაზბეგის გამზ. (სითი მოლთან). ** ანაზღაურება: 800 ლარი დარიცხული, ხელზე ასაღები 627 ლარი. პირველი სამი 3 ფიქსირებული, შემდეგ ზრდადი (ბონუსირებით).

დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://tally.so/r/QKlB68

Report this

About the employer
ეტერნა ჯორჯია
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free