7962 live vacancies
← All vacancies

XB4T47RJ Posted 25 Aug 3 views

საწყობის სპეციალისტი

ორბი ჯგუფი თბილისი via hr.ge
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾2000 / month Apply by

შპს ,,ორბი ჯგუფი თბილისი” აფართოებს სასაწყობო გუნდს და ეძებს საწყობის სპეციალისტს, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება ცენტრალური და საობიექტო საწყობების, ასევე სამშენებლო ობიექტების ინვენტარიზაციისა და მარაგების აღრიცხვის პროცესებში. თანამდებობა ექვემდებარება სასაწყობო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსის ასისტენტს.

ლოკაცია: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 09:00–18:00 ანაზღაურება: 2000 ₾ (NET)

ძირითადი მოვალეობები - ცენტრალური და ობიექტის საწყობის ინვენტარიზაცია; - სამშენებლო ობიექტის ინვენტარიზაცია; - მარაგების ვადების აღრიცხვა და მონიტორინგი; - ინვენტარიზაციის პერიოდულობის დაგეგმვა მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად და ვადების კონტროლი; - არაგეგმიური ინვენტარიზაციების ჩატარება საჭიროებისამებრ; - 1C პროგრამასთან მუშაობა ინვენტარიზაციისთვის საჭირო მონაცემების მისაღებად; - მონაცემების დამუშავება Excel-ში; - შინაგანაწესის, შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მარაგებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (საწყობი, მარკეტი, მშენებლობა); - მარაგების აღრიცხვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (1C პროგრამის ცოდნა სასურველია); - Excel-ის ცოდნა საწყის დონეზე; - დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ: - პროფესიულ გუნდში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - მუშაობას სტრუქტურირებულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოში; - Fitpass-ის კორპორაციულ აბონემენტს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV – mjapharidze@orbi.ge - ზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: ,,საწყობის სპეციალისტი”.

Report this

About the employer
ორბი ჯგუფი თბილისი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free