სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით
სტაჟირება გაყიდვების მიმართულებით "LiveSupport".
"LiveSupport" - არის IT აუთსორსინგისა და კიბერუსაფრთხოების სერვისების პროვაიდერი, რომელიც უკვე 10 წელია ეხმარება ორგანიზაციებს IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხო, სტაბილურ და ეფექტურ მართვაში. კომპანია უზრუნველყოფს სრულ IT მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურის მართვასა და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე.
ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ B2B გაყიდვების სფეროში რეალური გამოცდილების მიღება, საქმის ადგილზე შესწავლა და პროფესიული განვითარება.
რას ისწავლი და რისი გაკეთება მოგიწევს სტაჟირებისას?
** B2B გაყიდვების სტრატეგიებსა და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციას (Email, LinkedIn, სატელეფონო კომუნიკაცია). ** პოტენციურ კლიენტებთან ეფექტურ მოლაპარაკებასა და ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვას. ** თანამედროვე CRM სისტემაში მუშაობასა და რეპორტინგს (CRM-ს შეგასწავლით ადგილზე). ** გაყიდვების გუნდთან ერთად რეალურ ქეისებზე მუშაობასა და პრაქტიკული უნარების დახვეწას.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონე); ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; ** გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და სწავლის მაღალი მოტივაცია; ** მიზანდასახულობა, შედეგსა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტაცია.
პირობები და უპირატესობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 - 18:00 (სწავლის ხელშეწყობის მიზნით, შეთანხმებადი). ** კარიერული ზრდა: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში - დასაქმება გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე. ** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
შერჩევის ეტაპები:
** ეტაპი 1: CV-ების განხილვა და გასაუბრება; ** ეტაპი 2: სატესტო ცივი ზარის (Cold Call) განხორციელება პოტენციურ კომპანიასთან.
შენიშვნა: ზარის ეფექტურად სამართავად წინასწარ მოგაწვდით სრულ ინფორმაციას და ინსტრუქციას.
თუ თვლი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენზეა საუბარი, მაშინ, გამოგვიგზავნე რეზიუმე მისამართზე: hr@livesupport.ge და მეილის სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "სტაჟიორი გაყიდვების დეპარტამენტში".