ბუღალტრის დამხმარე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + აცხადებს ვაკანსიას - ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე
ჩვენ გთავაზობთ: - განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას; - კადრების პროფესიონალურ გადამზადებას; - მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას; - საბონუსე სისტემას; - კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების (ინვოისები, ზედნადებები, ბანკის ამონაწერები, ხელშეკრულებები და სხვ.) დამუშავება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში (1C ან/და Oris); - გადახდების მომზადება და კონტროლი (მიმწოდებლები, თანამშრომლების ხელფასები, გადასახადები); - ბანკთან და საგადახდო სისტემებთან მუშაობა (გადარიცხვების განხორციელება, ამონაწერების შემოწმება); - თვიური/წლიური ანგარიშგების მომზადებაში დახმარება (ბალანსი, მოგება-ზარალი, საგადახდო ვალდებულებები); - საგადახდო დავალიანებების (როგორც გადასახდელი, ასევე მისაღები) კონტროლი და რეგულარული შედარება; - ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა (საწყობი, ძირითადი საშუალებები); - ბუღალტრისთვის საჭირო ანალიტიკური ცხრილებისა და ანგარიშების მომზადება (Excel-ში); - საგადახდო დეკლარაციების მომზადებაში დახმარება (საშემოსავლო, დღგ, ქონების გადასახადი და სხვ.); - შიდა დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა და არქივაცია; - კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
მოთხოვნები კანდიდატთან: - უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით (ან ბოლო კურსის სტუდენტი); - სასურველია 1C ან Oris პროგრამების კარგი ცოდნა; - MS Excel-ის საშუალო ან მაღალი დონეზე ფლობა (ფორმულები, Pivot Table, VLOOKUP და სხვ.); - საქართველოს საგადახდო კანონმდებლობის ცოდნა; - დეტალებზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობიანი და ზუსტი; - გუნდური მუშაობის უნარი და კარგი კომუნიკაციის უნარები.
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე : https://credits.selfrecruit.ge/s/4FT1