8300 live vacancies
← All vacancies

YD640D8Y Posted 27 Aug 2 views

ტრანზაქციების სპეციალისტი

via jobs.ge
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Negotiable Apply by

m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

"კომპანია m²" აცხადებს ვაკანსიას ტრანზაქციების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩარიცხვების აღრიცხვა კომპანიაში არსებულ გაყიდვების პროგრამაში; ** გაყიდვების პროგრამაში სხვადასხვა ცვლილების შეტანა; ** ჯავშნების მონიტორინგი; ** გაყიდვების პროცესში მომხდარი ცვლილებების განხორციელება; ** ბანკებთან ურთიერთობა სესხებთან დაკავშირებით; ** თვის დახურვასთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მათემატიკის მიმართულებით); ** უპირატესობა მიენიჭებათ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს; ** MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარებისა და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტრანზაქციების სპეციალისტი".

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.

Report this

About the employer
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free