8425 live vacancies
← All vacancies

ZDD0XT1M Posted 27 Aug 3 views

საწყობის თანამშრომელი

სკუტ სკუტი via jobs.ge
Tbilisi Full-time Other
₾1500 / month Apply by

ჩვენ ვართ "სკუტ სკუტი"!

"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

ამ იდეის გარშემო უკვე თითქმის 10 წელია ვქმნით ბრენდს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუტერისა და მოტოციკლის კულტურის განვითარებაში რეგიონში. ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება სკუტერის მიმართ.

ამჟამად "სკუტ სკუტი" წარმოდგენილია თბილისსა და ბათუმში.

ჩვენ ვართ ახალგაზრდა, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, სადაც ფასდება ინიციატივა, პასუხისმგებლობა და თავისუფალი აზროვნება. გვჯერა, რომ ძლიერი კომპანია იწყება ადამიანებით და მათ მუდმივ განვითარებაზე ზრუნვით.

"სკუტ სკუტში" ვეძებთ საწყობის თანამშრომელს!

თუ ხარ მოტივირებული, შრომისმოყვარე და კრეატიული ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს სწავლა და ახალი იდეების დანერგვა — ჩვენ გეძებთ! ეს ვაკანსია შენთვის არის!

შემოგვიერთდი, თუ:

** გჯერა, რომ ადამიანი კომპანიის მთავარი ღირებულებაა; ** ხარ ძალიან ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი; ** შეგიძლია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და დროის ეფექტურად მართვა; ** შეგიძლია გუნდური მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საქონლის მიღება, მითვლა და დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება; ** საქონლის შეგროვება, გაშვებაში მონაწილეობის მიღება; ** გადაადგილებების სწორი პროგრამული ასახვა; ** საწყობის გეგმიურ აღწერებში მონაწილეობის მიღება; ** დაზიანებული ტრანსპორტისა და საქონლის აღწერა; ** საწყობის მენეჯერის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მსგავს სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** სასურველია ორბორბლიანი ტრანსპორტის საბაზისო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს; ** სატელეფონო სერვისების პაკეტს; ** უფასო კორპორატიულ დაზღვევას; ** გუნდურ აქტივობებსა და ტრენინგებს;

ანაზღაურება: 1500 ლარი (NET) + წლიური ბონუსი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 (კვირაში 5 დღე)

თუ ფიქრობ, რომ "სკუტ სკუტის" გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნები, გამოაგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: akaki@scootscoot.ge ან დარეკე ნომერზე: 599 089066.

Web: https://scootscoot.ge FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi Insta: scootscoot_Geo

Report this

About the employer
სკუტ სკუტი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free