Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

0FXCC643 Опубликовано 9 ноя Просмотров: 1

მძღოლი-ლოგისტიკი

MBGeorgia внешнее объявление
По договорённости Приём откликов до 21 ноя
Войти и откликнуться

კომპანიის შესახებ:

სს "MBGeorgia" წარმოადგენს საერთაშორისო ჯგუფის, MBev Holding AG-ის წევრ კომპანიას. ჯგუფი საქართველოში ფლობს ორ ღვინის კომპანიას - სს "შატო მუხრანსა" და შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას (GWS)".

JSC "MBGeorgia"-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და დისციპლინირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობას.

პოზიცია: მძღოლი-ლოგისტიკი სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: სრული სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის მომსახურება დამსაქმებლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით;
  • თანამშრომლებისა და კომპანიის ვიზიტორების უსაფრთხო ტრანსპორტირება;
  • საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში მგზავრობა (ძირითადად, ქ. თელავი და ს. მუხრანი);
  • კომპანიის დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის შესაბამის ადრესატებთან დროული მიწოდება;
  • შეკვეთების, პროდუქციისა და სხვა ტვირთის დატვირთვა, უსაფრთხო ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილზე ჩაბარება;
  • ადმინისტრაციული და სამეურნეო შესყიდვების ჩაბარება დანიშნულებისამებრ;
  • ავტომობილის პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების ორგანიზების შესახებ პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • საგზაო მოძრაობის წესების, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და კომპანიის შესაბამისი ინსტრუქციების დაცვა;
  • ავტომობილში არსებული უსაფრთხოების საშუალებების, მათ შორის პირველადი დახმარების ნაკრებისა და ცეცხლმაქრის, გამართულობისა და ვარგისიანობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი,

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 20 ნოემბრის. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

"MGeorgia" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно