გაყიდვების ადმინისტრირების და ფინანსური კონტროლის სპეციალისტ
Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек
გაყიდვების ადმინისტრირებისა და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.
ფუნქცია-მოვალეობა
- სავაჭრო ქსელებთან და სხვა კონტრაგენტებთან ფინანსური დადარებების წარმოება;
- ურთიერთშედარების აქტების მომზადება, სხვაობების გამოვლენა და მოკვლევა;
- დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, გადახდის ვადებისა და დავალიანებების ამოღების კონტროლი;
- ვადაგადაცილებულ დავალიანებებთან დაკავშირებით კონტრაგენტებთან კომუნიკაცია;
- ფინანსური კორექტირებების კოორდინაცია ბუღალტერიასთან;
- CRM სისტემაში კონტრაგენტების დამატება, მონაცემების განახლება და სიზუსტის კონტროლი;
- გაყიდვების დეპარტამენტის ადმინისტრაციული მხარდაჭერა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (უპირატესობად ჩაითვლება: FMCG სექტორში, დისტრიბუციაში ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის გამოცდილება)
- Excel-ის კარგი ცოდნა;
- ფინანსური დადარებებისა და დებიტორული დავალიანებების მართვის პრინციპების ცოდნა;
- CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
უნარები
- ანალიტიკური აზროვნება,
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად); ხელფასი გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ერთჯერად კვებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: გაყიდვების ადმინისტრირებისა და ფინანსური კონტროლის სპეციალისტი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.