უფროსი AI აგენტების ინჟინერი, წამყვანი AI აგენტების ინჟინერი
Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек
1. "EPAM" ეძებს Senior AI Agent Engineer-ს, რომელიც შექმნის AI აგენტების სისტემებს. ეს სისტემები სტაბილურად უნდა მუშაობდეს რეალურ გარემოში და არა მხოლოდ დემოზე.
რას გააკეთებ
- შექმნი და მართავ აგენტურ სისტემებს იდეიდან გაშვებამდე
- იმუშავებ უშუალოდ მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებს ტექნიკურ გადაწყვეტად აქცევ
- დამოუკიდებლად შეარჩევ ტექნიკურ მიდგომებს და დაეხმარები გუნდის წევრებს განვითარებაში
ვის ვეძებთ
- 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ენობრივ მოდელებზე (LLM) დაფუძნებულ აგენტებთან
- ღრუბლოვან AI სერვისებთან მუშაობის პრაქტიკა
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
- პროგრამირების კონკრეტულ ენას არ ვზღუდავთ. მთავარია, კარგად იცოდე შენი ენა და სწრაფად ითვისებდე ახალს.
განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე - https://epa.ms/ge-vacancy-ai-agent
2. "EPAM" ეძებს Lead AI Agent Engineer-ს, რომელიც უხელმძღვანელებს AI აგენტების სისტემების შექმნას და რეალურ გარემოში გაშვებას. ეს არის ტექნიკური ლიდერის როლი, სადაც არქიტექტურასა და გუნდის მართვასთან ერთად თავადაც წერ კოდს.
რას გააკეთებ
- განსაზღვრავ სისტემის არქიტექტურას და გადაწყვეტის ტექნიკურ მიმართულებას
- იმუშავებ მომხმარებლებთან და მათ საჭიროებებს მკაფიო ამოცანებად აქცევ
- დაგეგმავ გუნდის სამუშაოს, გაანაწილებ პასუხისმგებლობებს და ხელს შეუწყობ ინჟინრების პროფესიულ ზრდას
- თავად შექმნი პროტოტიპებს და სისტემის მნიშვნელოვან ნაწილებს
ვის ვეძებთ
- 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ენობრივ მოდელებზე (LLM) დაფუძნებულ აგენტებთან
- გუნდის ტექნიკური ხელმძღვანელობის გამოცდილება
- ღრუბლოვან AI სერვისებთან მუშაობის სიღრმისეული ცოდნა
- ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე
პროგრამირების კონკრეტულ ენას არ ვზღუდავთ. მთავარია, კარგად იცოდე შენი ენა და სწრაფად ითვისებდე ახალს.
განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე - https://epa.ms/ge-vacancy-lead-ai