უფროსი ექთანი / 24-საათიანი ექთანი
Опубликовано 20 ноя (осталось 27 дн.) Приём откликов до 18 дек
ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას პოზიციებზე : უფროსი ექთანი/ 24-საათიანი ექთანი საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრში საგურამოში.
უფროსი ექთანი
ჩვენ გთავაზობთ
- მაღალ ანაზღაურებას;
- კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები
- საექთნო სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
- ექთნებისა და მომვლელების სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
- საექთნო პროცედურების შესრულებისა და მოვლის სტანდარტების დაცვის კონტროლი;
- ექიმის დანიშნულებების შესრულების კონტროლი;
- მედიკამენტების შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესის ზედამხედველობა;
- საექთნო დოკუმენტაციის წარმოებისა და განახლების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელ სიტუაციებზე შესაბამისი რეაგირების ორგანიზება;
- ცენტრის ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური სამუშაო საკითხების კოორდინაცია.
ჩვენი მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
- ექთნად მუშაობის გამოცდილება;
- უფროსი ექთნის ან საექთნო სამსახურის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საექთნო პროცედურებისა და მოვლის სტანდარტების ცოდნა;
- ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი; სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში.
24 საათიანი მორიგე ექთანი
ჩვენ გთავაზობთ
- მაღალ ანაზღაურებას;
- კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები
- პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგი ცვლის
- განმავლობაში;
- ექიმის დანიშნულებების ზუსტი და დროული შესრულება;
- საექთნო პროცედურებისა განხორციელება;
- მედიკამენტების აღრიცხვის, შენახვისა და მიღების წესების დაცვა;
- საექთნო დოკუმენტაციის წარმოება და მდგომარეობის ცვლილებების დაფიქსირება;
- ექთნის დამხმარეების (მზრუნველების) საქმიანობის კოორდინაცია ცვლის პერიოდში;
- გადაუდებელ სიტუაციებზე პირველადი და დროული რეაგირება კომპეტენციის
- ფარგლებში.
ჩვენი მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
- ექთნად მუშაობის გამოცდილება;
- საექთნო პროცედურებისა და მოვლის სტანდარტების ცოდნა;
- ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა - გრაფიკი შეთანხმებით; სამუშაო ადგილი: საექთნო მოვლისა და რეაბილიტაციის ცენტრი საგურამოში. ანაზღაურება: ერთი 24 საათიანი მორიგეობა 130 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება