8848 активных вакансий
← Все вакансии

2TWJEAVH Опубликовано 25 авг 0 просмотров

ექიმი-ლაბორანტი

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Медицина / фармация
По договорённости Приём откликов до

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას 15 (ყოფილი ლუბლიანას N 33)

სამუშაო განაკვეთი: წინასწარ გაწერილი მორიგეობები

ანაზღაურება: 16 საათიანი მორიგეობა 150 ლარი, 24 საათიანი მორიგეობა 215 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევებისთვის ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და ანალიზის ჩატარება;

** ლაბორატორიული აპარატურისა და რეაქტივების სწორად გამოყენება;

** კვლევის შედეგების დამუშავება, აღრიცხვა და დოკუმენტირება;

** ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების დაცვა;

** საჭიროების შემთხვევაში ექიმებთან და ლაბორატორიის სხვა თანამშრომლებთან თანამშრომლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება და შესაბამისი სპეციალიზაცია;

** ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

** ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისა და შედეგების შეფასების ცოდნა;

** ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;

** ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

** ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების ცოდნა;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა;

** დროის მართვის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;

** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.

** ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).

** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი გვერდები:https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე:. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех