8027 активных вакансий
← Все вакансии

3QTPYTGM Опубликовано 26 авг 6 просмотров

დაცვის თანამშრომელი

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა via jobs.ge
Тбилиси Полная занятость Охрана / безопасность
₾900–1100 / мес Приём откликов до

"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის ერთ ვაკანტურ პოზიციაზე.

პირობები:

** მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21. ** სამუშაო გრაფიკი: დაცვის თანამშრომლები სამუშაო მოვალეობას ახორციელებენ სკოლაში დადგენილი გრაფიკის შესაბამისად (ცვლებში მუშაობა). ** ანაზღაურება: ხელზე ასაღები: 900-1100 ლარი. (შედის კვებაც)

ძირითადი სამუშაო მოვალეობები:

** სკოლის შიდა და პერიმეტრის კონტროლი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის გამოყენებით; ** სკოლის ვიზიტორთა კონტროლი (სკოლის შენობაში შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა); ** სკოლის ტერიტორიაზე კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

** პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში - ბინადრობის მოწმობის ასლი); ** რეზიუმე; ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ** შესაბამისი მიმართულებით სერტიფიკატი/სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gast.edu.ge.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 300 704

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.

გისურვებთ წარმატებას!

Пожаловаться

О работодателе
თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно