დამლაგებელი
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით.
ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაო განაკვეთი: ნახევარი სამუშაო განაკვეთი -კვირაში 20 სამუშაო საათი მდებარეობა: ქ.თბილისი
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
- კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
- კორპორატიულ ფიტპასს.
ფუნქცია-მოვალეობები
- კედლების, იატაკის, ჭერის, კარების, ფანჯრების და ავეჯის მტვრისგან გასუფთავება, მოხვეტა და მოწმენდა ხელით ან სპეციალურად განსაზღვრული მოწყობილობით;
- უნიტაზების, ხელსაბანების და სხვა სანიტარულ-ტექნიკური წერტილების გაწმენდა და დეზინფექცია;
- ნაგვის შეგროვება და სპეციალურ ადგილზე გატანა;
- სათანადო ჰიგიენური საშუალებების შევსება, მარაგის კონტროლი;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სისუფთავის კონტროლი შენობაში;
- ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის უსაფრთხოების წესების დაცვა.
მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ხარისხზე ორიენტირება;
- ორგანიზებულობა;
- დისციპლინირებულობა.
შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:
1. განცხადებების გადარჩევა; 2. გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დამლაგებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.