8005 активных вакансий
← Все вакансии

5NF9YM2Y Опубликовано 25 авг 5 просмотров

გენერალური მენეჯერი

მასტერ კოფი via hr.ge
Тбилиси Полная занятость Администрация / менеджмент
По договорённости Приём откликов до

კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. ამ ეტაპზე „მასტერ კოფი” აცხადებს ვაკანსიას კაფეების ქსელის „ კოფისტას“- გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები - კაფის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის სრული მართვა და კოორდინაცია; - თანამშრომელთა გუნდის მართვა, მოტივაცია, შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; - გაყიდვებისა და კომერციული სტრატეგიის დაგეგმვა, შესრულების მონიტორინგი და განვითარება; - გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება; - გაყიდვების ანალიზი, ანგარიშგება და მაჩვენებლების მართვა; - პროდუქტის ასორტიმენტის, ფასებისა და აქციების დაგეგმვა; - კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება პარტნიორებთან და მომწოდებლებთან; - ბიზნესის განვითარების ახალი პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება; - ფინანსური მაჩვენებლების, ბიუჯეტის, ხარჯებისა და შემოსავლების კონტროლი; - მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა და გუნდის მუდმივი მონიტორინგი; - მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და საჩივრების ეფექტური მართვა; - კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება და ბიზნესპროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით); - მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, სასურველია HoReCa სექტორში; - ოპერაციული და ფინანსური მართვის გამოცდილება; - ლიდერული და გუნდური მართვის ძლიერი უნარები; - მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; - ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა; - MS Office-ის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა; - გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; - დროის ეფექტურად მართვა; - ინიციატივიანობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები ანაზღაურება: კონკურენტული, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად (განიხილება გასაუბრების ეტაპზე); სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00; ჯანმრთელობის დაზღვევა; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: info@mastercoffee.ge ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:გენერალური მენეჯერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Пожаловаться

О работодателе
მასტერ კოფი
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно