დროებითი კონსულტანტი
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/
მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს დროებითი კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
- სამუშაო ადგილი: ს/ც. "სითი მოლი" საბურთალო;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი;
- დასვენების დრო: კვირაში 2 დღე;
- სამუშაო გრაფიკი 1: ორცვლიანი - 10:00-19:00/13:00-22:00;
- ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული;
- ანაზღაურება: 1300 ლარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
- პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;
- პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სერვისულობა;
- კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
- გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე (სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/cfdPW4AhzMsFV52i7
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.
"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.