სერვის მენეჯერი
ქართული რესტორანი "ელენესთან" ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ სერვის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს დარბაზის გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
- დარბაზის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი;
- მიმტანების, მზარეულებისა და ბარის თანამშრომლის საქმიანობის კოორდინაცია;
- თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლების ორგანიზება;
- მომსახურების შესრულების კონტროლი;
- სტუმრების მიღებისა და მომსახურების პროცესის ზედამხედველობა;
- სტუმრების უკუკავშირის მოსმენა და პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა;
- დარბაზის მზადყოფნის, სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი;
- მენიუს, კერძებისა და სასმელების ცოდნის უზრუნველყოფა გუნდისთვის;
- შეკვეთების, ანგარიშსწორებისა და სალაროს პროცესების კონტროლი;
- მარაგებისა და ინვენტარის კონტროლში მონაწილეობა;
- გაყიდვების ზრდასა და სტუმრების კმაყოფილებაზე ორიენტირებული ინიციატივების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სერვის მენეჯერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაბელურობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად);
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კვებას სამუშაო პროცესში და ღამის ტრანსპორტირებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი დასაქმება: 10 საათი, 5/2-ზე ან 6/1 ზე ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით, საორიენტაციოდ 2000-2500 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე (მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ვოთსაფში
ვადა: 30.11.2026