პროდიუსერი
Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек
"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიოვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტ პროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეოპროექტებამდე.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ ორგანიზებულ პროდიუსერს, რომელიც უხელმძღვანელებს ვიდეო-წარმოების პროექტებს დამკვეთის ბრიფიდან საბოლოო მასალის ჩაბარებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- დამკვეთის ბრიფის მიღება და პროექტის მიზნების, მოცულობისა და შედეგების დაზუსტება.
- ბიუჯეტების, სამუშაო გრაფიკებისა და წარმოების გეგმების შედგენა.
- გუნდის, ლოკაციების, ტექნიკისა და მოწვეული სპეციალისტების კოორდინაცია.
- გადაღების გეგმის, Call Sheet-ისა და პროექტის დოკუმენტაციის მომზადება.
- დამკვეთთან კომუნიკაცია, უკუკავშირის ორგანიზება და ცვლილებების მართვა.
- პროექტის ხარჯების, რისკების, ხარისხისა და ვადების კონტროლი.
- საჭირო ნებართვების, თანხმობებისა და მასალის გამოყენების უფლებების კოორდინაცია.
- პროექტის დახურვა, საბოლოო ფაილების ჩაბარება და დოკუმენტაციის არქივირება.
აუცილებელი მოთხოვნები
- პროექტების მართვის ან მედია/კრეატიული წარმოების გამოცდილება.
- ბიუჯეტირების, დაგეგმვისა და რესურსების კოორდინაციის უნარი.
- Google Workspace-ისა და Microsoft Office-ის კარგი ცოდნა.
- ძლიერი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი და პასუხისმგებლობა.
- რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება
- სარეკლამო სააგენტოში ან საპროდიუსერო კომპანიაში გამოცდილება.
- რუსული და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ subject-ში.