Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

6ARSWK1N Posted 16 Nov Views: 0

პროდიუსერი

ცერემონიი external listing
Tbilisi Full-time Other
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

"ცერემონიი" სრული ციკლის პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზრისთვის პრემიუმ ხარისხის აუდიოვიზუალურ კონტენტს ქმნის. ჩვენი მომსახურება აერთიანებს შემოქმედებითი კონცეფციის განვითარებას, პროფესიონალურ ვიდეოგადაღებასა და პოსტ პროდაქშენს — პოდკასტებიდან და YouTube ფორმატებიდან ინდივიდუალურ ვიდეოპროექტებამდე.

ჩვენი მიდგომა ეფუძნება გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკას, ტექნიკურ სიზუსტესა და წარმოების ყველა ეტაპის გააზრებულ მართვას. თითოეული პროექტი იქმნება დამკვეთის მიზნების, ბრენდის ხასიათისა და აუდიტორიის გათვალისწინებით — მკაფიო იდეითა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღებით.

პოზიციის შესახებ

ვეძებთ ორგანიზებულ პროდიუსერს, რომელიც უხელმძღვანელებს ვიდეო-წარმოების პროექტებს დამკვეთის ბრიფიდან საბოლოო მასალის ჩაბარებამდე.

ძირითადი მოვალეობები

  • დამკვეთის ბრიფის მიღება და პროექტის მიზნების, მოცულობისა და შედეგების დაზუსტება.
  • ბიუჯეტების, სამუშაო გრაფიკებისა და წარმოების გეგმების შედგენა.
  • გუნდის, ლოკაციების, ტექნიკისა და მოწვეული სპეციალისტების კოორდინაცია.
  • გადაღების გეგმის, Call Sheet-ისა და პროექტის დოკუმენტაციის მომზადება.
  • დამკვეთთან კომუნიკაცია, უკუკავშირის ორგანიზება და ცვლილებების მართვა.
  • პროექტის ხარჯების, რისკების, ხარისხისა და ვადების კონტროლი.
  • საჭირო ნებართვების, თანხმობებისა და მასალის გამოყენების უფლებების კოორდინაცია.
  • პროექტის დახურვა, საბოლოო ფაილების ჩაბარება და დოკუმენტაციის არქივირება.

აუცილებელი მოთხოვნები

  • პროექტების მართვის ან მედია/კრეატიული წარმოების გამოცდილება.
  • ბიუჯეტირების, დაგეგმვისა და რესურსების კოორდინაციის უნარი.
  • Google Workspace-ისა და Microsoft Office-ის კარგი ცოდნა.
  • ძლიერი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარი და პასუხისმგებლობა.
  • რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვის უნარი.

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება

  • სარეკლამო სააგენტოში ან საპროდიუსერო კომპანიაში გამოცდილება.
  • რუსული და ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და ვაკანსიის დასახელება მიუთითეთ subject-ში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post