დამწყები მზარეული
Опубликовано 18 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 18 дек
თბილისში მდებარე ცნობილი მექსიკური რესტორანი აცხადებს ვაკანსიას დამწყები მზარეულის პოზიციაზე.
ჩვენი გუნდი ეძებს დამწყებ მზარეულს, რომელსაც სურს შეისწავლოს ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება. გამოცდილება 0-1 წლამდე.
ჩვენთვის მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე, იყოთ სუფთა, მოწესრიგებული და პუნქტუალური. გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.
სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია.
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე სამუშაო საათები: დღეში 7-8 საათი
ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე. ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.
გისურვებთ წარმატებებს!