მძღოლ-ექსპედიტორი
კომპანია "აიმ ჯგუფი" დაარსდა 2017 წელს და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე. სხვადასხვა ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლობით კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაცია თბილისსა და რეგიონებში.
კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს მძღოლ-ექსპედიტორის თანამდებობაზე;
ძირითადი მოვალეობები
- მზა პროდუქციის მიწოდება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით თბილისსა და რეგიონებში;
- მიწოდების პროცესში პროდუქციის სწორი განლაგება და უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- ავტო მანქანის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი, გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პიროვნების ინფორმირება;
ძირითადი მოთხოვნები
- ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია მიკროავტობუსის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება);
- პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლიანობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
კომპანია გთავაზობთ
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სანზონა, ერწოს ქუჩა 11ა. მეტრო ღრმაღელის მიმდებარედ; თანამდებობრივი სარგო: საშუალო ანაზღაურება 1800 ლარი (რეგიონში პროდუქციის ტრანსპორტირების შემთხვევაში- დამატებითი სამივლინებო ანაზღაურება) სამუშაო განრიგი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლ -ექსპედიტორი"