პრისეილერი
Опубликовано 14 ноя (осталось 29 дн.) Приём откликов до 13 дек
წარმატებული სადისტრიბუციო კომპანია ეძებს ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს პრისეილერის პოზიციაზე სამეგრელო-გურიის რეგიონში.
ანაზღაურება: 1950 - 2550 ლარი ჯამურად, შედეგებზე დაყრდნობით + საწვავის სრული ანაზღაურება. გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი.
ძირითადი მოვალეობები
- რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებთან კომუნიკაცია და შეკვეთების მიღება;
- ასორტიმენტის წარდგენა და მარკეტინგული აქტივობების კონტროლი;
- ახალი პარტნიორების მოზიდვა და ქსელის გაფართოება;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და რეპორტინგი.
მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
- აუცილებელია დასაქმებული ცხოვრობდეს ქუთაისში და კარგად იცნობდეს სამეგრელო-გურიის რეგიონის სავაჭრო ქსელს (ინდივიდუალურ თუ ქსელურ ობიექტებს)
- მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (ეკონომიური ან გაზზე) აუცილებელია
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი.
დაინტერესდი? გამოგვიგზავნე CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე. (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითე პოზიცია და რეგიონი)