მძღოლი
"პალიტრა ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "ფასადი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ჟურნალისტების ტრანსპორტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის გამოცდილება (B კატეგორია);
- თბილისის ქუჩების ცოდნა;
- აუცილებელია საკუთარი მანქანის ყოლა.
პიროვნული მახასიათებლები:
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00-20:00-მდე;
- შაბათ-კვირას დასვენება (თვეში ერთი შაბათი დღე — მორიგეობა);
- მივლინებაში წასვლა ასევე მონაცვლეობით; მივლინება ანაზღაურებადია.
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ. #49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 ნოემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება, ან დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.