8127 активных вакансий
← Все вакансии

7AS9BMDQ Опубликовано 26 авг 5 просмотров

დარაჯი

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა via hr.ge
Тбилиси Полная занятость Охрана / безопасность
₾800 / мес Приём откликов до

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას დარაჯის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. ალექსიძის მე-2 შესახვევი N3 სამუშაო განაკვეთი: მორიგეობით თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით, თსუ-ს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის დებულებითა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ დამტკიცებული მორიგეობის ყოველთვიური გრაფიკით ხელმძღვანელობა; - დასაცავი კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მუდმივი კონტროლი; - ელექტროდამცავი და სახანძრო სიგნალიზაციის მუშაობის კონტროლი; - კორპუსში კაბინეტებისა და დარბაზების განლაგებისა და მათი თავისებურებების ცოდნა; - მიმაგრებული კორპუსის ქონების დაცვა დაზიანების, გაძარცვის, ხანძრისა და სხვა სახის ავარიისგან; - კორპუსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დადგენილი წესის შესაბამისად შემოვლა; - სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას თსუ-ს შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების დაცვა; - ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და სტუმრებთან კორექტული და ეთიკური კომუნიკაცია; - ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან და ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; - თსუ-ს შინაგანაწესისა და ბიბლიოთეკის შიდა სტანდარტების შესაბამისად ნებისმიერი დარღვევის აღკვეთა; - ბიბლიოთეკაში ალკოჰოლური სასმელების შეტანის, თამბაქოს მოწევისა და აზარტული თამაშების აღკვეთა; - კორპუსში ნებისმიერი ნივთის ან ინვენტარის უნებართვოდ შემოტანისა და გატანის კონტროლი, გარდა პირადი ნივთებისა; - დაცვისა და უსაფრთხოების სხვა თანამშრომლებთან ერთად დასაცავ ობიექტზე უნებართვოდ შეღწეული პირების დაკავების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება; - საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის გადაუდებელი პირველადი დახმარების გაწევა ან ბიბლიოთეკის დირექციისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინფორმირება; - დანაშაულებრივი ფაქტების, კონფლიქტური სიტუაციებისა და სხვა გართულებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თსუ-ს ოპერატიული მართვის ცენტრის, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების ინფორმირება; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სრული ზოგადი განათლება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ოპერატიულობა; - დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; - დასაბუთების უნარი; - ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა; - ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი; - სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ყურადღებიანობა და დაკვირვებულობა; - კონფლიქტურ სიტუაციებში მშვიდად და ეფექტურად მოქმედების უნარი; - შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისი ფიზიკური მონაცემები.

ჩვენ გთავაზობთ - კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - განვითარების პერსპექტივას.

განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@sciencelib.ge

ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: „დარაჯი“ განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

Пожаловаться

О работодателе
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно