8169 активных вакансий
← Все вакансии

7J40VD2R Опубликовано 26 авг 6 просмотров

სამედიცინო გაყიდვების მენეჯერი

Match Up Consulting via jobs.ge
Тбилиси Полная занятость Продажи
₾3000 / мес Приём откликов до

თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება ან სამედიცინო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — სწორედ შენ გეძებთ!

"Match Up Consulting"-ი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ყიდის სამედიცინო აპარატურას, ეძებს სამედიცინო გაყიდვების მენეჯერს!

ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: საშუალო ჯამური ანაზღაურება 8000 + ლარი, გაყიდვების გეგმების შესრულებისას: ** ფიქსირებული: 3000 ლარი ხელზე ასაღებიდან გეგმის შესრულების პროპორციული პროცენტულობით; ** ბონუსი: 5% გაყიდულიდან; ** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება); ** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (გმირთა მოედანი; შემდგომში ბელიაშვილის ქუჩა); ** ვიზიტების განხორციელებისას: საწვავით ან ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; ** შვებულება - 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებში - დასვენება; ** კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო; ** პროფესიული ტრენინგი მუშაობის დაწყებამდე.

შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** კომპანიის პროდუქტის კარგი ცოდნა; ** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან ვიზიტი; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი; ** მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება; ** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება; ** გეგმური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

აუცილებელია, რომ: ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით ან სამედიცინო მიმართულებით გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.

გაგვიხარდება, თუ:

** გაქვს CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suite).

თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/IW1NT

Пожаловаться

О работодателе
Match Up Consulting
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно