მოდის კონსულტანტი
კომპანია "MAVA&Co" აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "New Trend"-ის მოდის კონსულტანტის პოზიციაზე.
MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend.
პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი
- პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი
- ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- შერჩევის ფორმა: გასაუბრება
გთხოვთ, ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:
- ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე; ასაკის ზედა ზღვარი — შეზღუდვის გარეშე;
- მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
- მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
- ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქსკლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენისა და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
- მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეფციის შესაბამისად;
- პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
- მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
- მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოდის კონსულტანტი. სათაურის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.