Партнёр

Бесплатные объявления по всей Грузии.

Открыть classified.ge
← Все вакансии

7TH55SC7 Опубликовано 5 ноя Просмотров: 0

მცირე ბიზნესის დისტანციური მოზიდვების ბანკირი

Bank of Georgia

Bank of Georgia

Bank of Georgia
По договорённости
Откликнуться на сайте компании ↗

სს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მცირე ბიზნესის დისტანციური მოზიდვების ბანკირის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო ფორმატი – სრულად ოფისიდან.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, წარმართავ წინასწარ შერჩეულ მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზების პროცესს, კერძოდ:

  • წარმართავ საჯარო რეესტრში ახალ რეგისტრირებულ კომპანიებთან პროაქტიული კომუნიკაციასა და მათთვის საქართველოს ბანკის ბიზნეს საბანკო მომსახურების პირობების გაცნობასა და შეთავაზებას;
  • პოტენციურ მომხმარებლებს გაუზიარებ ბიზნეს პაკეტის უპირატესობებს, შესთავაზებ პაკეტში შემავალ პროდუქტებს და გაუწევ მხარდაჭერას დამატებითი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;
  • მომხმარებლებს გააცნობ დისტანციური არხებიდან ანგარიშის გახსნის პროცესს, ბანკის საგადახდო პროდუქტების პირობების და პროდუქტების სარგებელის შესახებ მიაწვდი ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში გაუწევ დამატებით მხარდაჭერას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:

განათლება: უმაღლესი, სასურველია ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების ან/და გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.

ენები: ინგლისურის ენის ცოდნა სრულყოფილად სასაუბრო დონეზე.(B2-C1)

სავალდებულო უნარები

  • მოლაპარაკებისა და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
  • ორგანიზებულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ

  • სრულ სამუშაო განაკვეთს (ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 საათი) და ფიქსირებულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს;
  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 22 ნოემბერი, 2026.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
О работодателе
Bank of Georgia
Сайт ↗
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно