საწყობის მენეჯერი
Опубликовано 19 ноя (осталось 29 дн.) Приём откликов до 18 дек
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- საწყობის შეუფერხებლად და გამართულად მუშაობაზე ზრუნვა;
- საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება/დასაწყობება და მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
- სამუშაო პროცესების ოპტიმალურად გადანაწილება;
- საწყობში არსებულ ქონებაზე, დასაწყობებულ მარაგებზე ხარისხის შენარჩუნება შესანახი ადგილის სწორედ შერჩევის გზით;
- საწყობში არსებული მარაგების გადათვლა-ინვენტარიზაცია, უზუსტობის დადგენა და მიზეზის მოკვლევა;
- სამუშაო დღის ბოლოს, შესრულებული შეკვეთების და მიღებული პროდუქციის რაოდენობის 1C პროგრამასთან შედარება, უზუსტობის შემთხვევაში მიზეზის მოკვლევა და გასწორების უზრუნველყოფა;
- საწყობში სისუფთავის დაცვა;
- დადგენილი ფორმით და პერიოდულობით რეპორტინგი მენეჯერთან.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი ან/და საშუალო განათლება;
- საწყობის მენეჯერი პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.