ადმინისტრატორი
„ჰორიზონს აპარტ’ოტელი“ აცხადებს ვაკანსიას აპარტ’ოტელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი. სამუშაო გრაფიკი: სრული (მოძრავი გრაფიკი). ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბაკალავრის ხარისხი (განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად); - სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; - სასტუმროს მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა; - ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენების ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა; - სასტუმროს მართვის საერთაშორისო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები: - ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება; - მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; - აპარტ’ოტელის დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი; - დეტალური ინფორმაციის ფლობა - აპარტ’ოტელში არსებული სხვა ობიექტების და მათი ტარიფების შესახებ; - სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება; - ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან; - აპარტ’ოტელის დოკუმენტაციასთან მუშაობა; - უშუალო უფროსის სხვა და სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები: - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის; - თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - აპარტ’ოტელის ადმინისტრატორი.