ადმინისტრატორი სტომატოლოგიურ კლინიკაში
სტომატოლოგიური კლინიკა „მაქსიდენტი“ ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 09:45 – 20:30 , 2/2 ან 3/3
სამუშაო მისამართი: თბილისი, ა.ყაზბეგის 28 ( მეტრო დელისთან ახლოს)
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტების მიღება და რეგისტრაცია - ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა და არქივაცია - სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა; - ვიზიტების დაგეგმვა და გადანაწილება - ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა; - გადახდების მიღება,ფინანსური ოპერაციების კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება - სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა მისაღებ სივრცეში - ექიმებისა და სხვა ადმინისტრაციული პერსონალის ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება.
მოთხოვნები: - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - რუსული ენის კარგი ცოდნა (ზეპირი და წერითი); - ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა; - პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი; - გუნდში მუშაობის უნარი. - სტომატოლოგიური პროგრამა „დენტოს“-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მუშაობის გრაფიკი 2/2 ან 3/3 (თვეში 15 დღე) ანაზღაურება 70 ლარი / დღე
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ ფოსტაზე: info@maxident.ge . წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ "მაქსიდენტი" (იურ.დას „შპს კვანტუმი“) უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.