ოფისის დიასახლისი
Опубликовано 19 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 19 дек
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ოფისის დიასახლისის პოზიციაზე (https://www.moore-georgia.ge/).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდი აშშ დოლარს (https://www.moore-global.com/).
სამუშაო ადგილი: ორთაჭალა, ვახტანგ გორგასლის N61. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 07:00-დან 16:00-მდე. ანაზღაურება: შეთანხმებით.
ძირითადი მოვალეობები
- სამუშაო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება და მოწესრიგება;
- სამზარეულოსა და საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- სველი წერტილების დასუფთავება და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური საშუალებების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მოწოდება;
- კომპანიის შიდა წესების და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია დასუფთავების თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე.