ოფის მენეჯერი-პირადი დამხმარე
"როგანტინი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის-პირადი დამხმარეს პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00, შაბათს 10:00 - 14:00)
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
** შემოსული და გასული კორესპონდენციის (წერილები, ელ-ფოსტა) მართვა და შესაბამის პირებზე გადამისამართება.
** სტუმრების მიღება და მათი გადამისამართება კომპეტენტურ თანამშრომლებთან.
** საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება.
** შეხვედრების, თათბირებისა და კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვისა და მომზადების ხელშეწყობა.
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ქართული და ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, ) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შესანიშნავი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი და თავაზიანობა.
** პრობლემების სწრაფად და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
რას გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ კოლექტივს.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე:
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "ოფის მენეჯერი - პირადი დამხმარე".
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.