ავტოკარის მძღოლი
კომპანია "მეტალ პარკი" აცხადებს ავტოკარის მძღოლის ვაკანსიას.
ძირითადი მოვალეობები:
- ავტოკარით პროდუქციის უსაფრთხო ჩამოტვირთვა, დატვირთვა და გადაადგილება;
- ტვირთის საწყობში სწორად და ეფექტურად განთავსება/დასაწყობება;
- ტექნიკის (ავტოკარის) გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება და ტექნიკური ხარვეზების დროული შეტყობინება;
- საწყობის შიდა უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
- საწყობის მენეჯერთან მჭიდრო თანამშრომლობა და მიღებული დავალებების დროულად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ავტოკარზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიფრთხილე და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ეველინა თავაძის N5 (ყოფილი ქსნის ქუჩა)
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, 1, 800 ლარი
- სტაბილურ სამუშაო გარემოს.
განაცხადის შეტანის წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30.10.2026
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.