სანტექნიკოსი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: სსიპ "კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის" ლოჯისტიკური უზრუნველყოფის განყოფილება
თანამდებობა: საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე
დაქვემდებარება:
** უშუალო ხელმძღვანელი ** საფინანსო და შესყიდვების სამსახურის უფროსი ** პირდაპირი ხელმძღვანელი ** ლიცეუმის დირექტორი
ფუნქცია-მოვალეობები
ძირითადი ფუნქციონალური მოვალეობები:
** წყალგაყვანილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემების დროული მოგვარება; ** სამხედრო სკოლაში წყალგაყვანილობისა და წყალასადინარების სისტემის ცოდნა და მისი გამართული მუშაობის კონტროლი; ** ყოველდღიურად აწარმოოს კადეტთა სამხედრო სკოლაში არსებული ყველა ობიექტის გეგმიური დათვალიერება და ხელმოწერით დაადასტუროს გამართულობის შესახებ, გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად; ** დგუშების, წყალგაყვანილობის სისტემებისა და სხვა ობიექტების შემოწმება-რემონტი; ** განაცხადების დროულად წარმოდგენა სათადარიგო ინვენტარისა და ინსტრუმენტების მიღებაზე; ** ყოველდღიურად შეამოწმოს შენობაში არსებული საკანალიზაციო სისტემა; ** უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
დამატებითი ფუნქციონალური მოვალეობები:
** უზრუნველყოფს განყოფილების უფროსის ცალკეული/სხვა დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
განათლება
** ხარისხი (სავალდებულო) — საშუალო; ** შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი; ** ხარისხი (სასურველი) — საშუალო-პროფესიული, შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი სასურველია.
გამოცდილება
** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 2 წლის გამოცდილება.
ცოდნა
** სამუშაო უსაფრთხოების ნორმების ცოდნა; ** ელექტრო ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების ცოდნა; ** ხანძარსაწინააღმდეგო და ტექნიკის მართვის უსაფრთხოების წესების ცოდნა.
კომპეტენციები:
** კომუნიკაბელურობა; ** გამართულად წერის და მეტყველების უნარი (სტრუქტურული, სტილისტური და გრამატიკული წესების ცოდნა).
სხვა უნარები:
** უცხო ენის ცოდნა არ არის სავალდებულო; ** კომპიუტერული პროგრამები — ელექტრობრუნვის პროგრამა (E-MOD).
ანაზღაურება: 1417 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია:
** ელფოსტა: cml@mod.gov.ge ** ტელ: მამუკა ოდიკაძე - 577 197066