პრობლემური სესხების ოფიცერი
შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
"ცენტრალი" გთავაზობთ
- პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- საუკეთესო სამუშაო პირობებს;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი;
ძირითადი ფუნქცია/ მოვალეობები
- ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
- დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია;
- დებიტორებთან (მსესხებლებთან) სატელეფონო რეჟიმში ურთიერთობა და ადგილზე ვიზიტი;
- ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა;
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
- საკრედიტო პორტფელის მართვა (გადახდების მონიტორინგი);
- პრობლემურ დეპარტამენტთან გუნდური მუშაობა;
სავალდებულო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
- მართვის მოწმობა/საკუთარი ავტომობილის ქონა;
სხვა მოთხოვნები
- პუნქტუალური;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფლიქტების არიდების უნარი;
- პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
- ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტად ჩაითვლება იურიდიული განათლება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე არაუგვიანეს 11/12/2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.