Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

B2ZDGHPP Опубликовано 11 ноя Просмотров: 7

მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი

ვიანი внешнее объявление
Кутаиси Полная занятость Маркетинг / PR
По договорённости Приём откликов до 1 дек
Войти и откликнуться
Официальный договор · в объявлении

"ვიანი" აცხადებს მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერის ვაკანსიას ქუთაისში

პოზიციის აღწერა

მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კლინიკის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე, შიდა და გარე კომუნიკაციების მართვასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) მიმართულების განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • კლინიკის მარკეტინგული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • კლინიკის ბრენდის იმიჯისა და ცნობადობის განვითარება;
  • სოციალური მედიის პლატფორმების მართვა და კონტენტის დაგეგმვა;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება;
  • საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის მართვა;
  • საინფორმაციო და სარეკლამო მასალების მომზადება;
  • კლინიკის ღონისძიებების, კონფერენციებისა და საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება;
  • კლინიკის საქმიანობისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
  • შიდა და გარე კომუნიკაციების კოორდინაცია;
  • პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში;
  • მარკეტინგისა და PR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამებისა და ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების ცოდნა;
  • კრეატიული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.

სასურველი უნარები

  • სამედიცინო სფეროში ან ჯანდაცვის ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
  • გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა;
  • ციფრული მარკეტინგისა და სარეკლამო პლატფორმების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი, 2026 წელი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე.

"ვიანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში; 2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი. 3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს ვიანის (ს/კ 402295716) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს ვიანის შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი). 4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში. 5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно