ცხელი კერძების მზარეული
Опубликовано 13 ноя (осталось 27 дн.) Приём откликов до 10 дек
ჩვენ შესახებ: მარე ბათუმში მდებარე კვების ობიექტია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რესტორანს, საცხობს, ღვინის მაღაზიას, ორგანული სურსათის მაღაზიასა და მწვანე აფთიაქს.
პროდუქტებს ხარისხის, წარმომავლობისა და სეზონურობის მიხედვით ვარჩევთ და ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და მწარმოებლებთან. ჩვენი მიზანია, კარგი საკვები ყოველდღიური და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც ადგილობრივი ფერმერების პროდუქტით მოამზადებს ჩვენს ყოველდღიურ ცხელ კერძებს.
პოზიციის მიზანი: ცხელი კერძების მომზადება და დროული გაცემა მენიუს სტანდარტის მიხედვით. გამოცდილება სასურველია, მაგრამ სავალდებულო არ არის.
მოთხოვნები
- სამზარეულოში მუშაობის სურვილი და სწავლის მზაობა
- სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი
- სისუფთავე და ორგანიზებულობა
- გუნდში მუშაობის უნარი
უპირატესობა მიენიჭება
- ცხელი კერძების მომზადების გამოცდილებას
- კულინარიულ განათლებას
რას გთავაზობთ
- კვება სამუშაო დროს
- სამუშაო ფორმა
- სწავლება შეფ-მზარეულთან
- სტაბილური ანაზღაურება
განაცხადი: CV გამოგზავნეთ -ზე, სათაურით: "ცხელი კერძების მზარეული - სახელი, გვარი". გასაუბრებაზე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
მარე უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს. პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შერჩევის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად.