8893 активных вакансий
← Все вакансии

BMHF29GH Опубликовано 25 авг 0 просмотров

გარე გაყიდვების უმცროსი მენეჯერი

სითიქომი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Продажи
₾1300 / мес Приём откликов до

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს პირველადი კომუნიკაციის დამყარებას კორპუსების მაცხოვრებლებთან/თავმჯდომარეებთან და მიაწვდის მათ ამომწურავ ინფორმაციას კომპანიის სევისების შესახებ.

ძირითადი მოვალეობები:

** საველე (Field) ვიზიტებში მონაწილეობის მიღება ** მობინადრეებთან ან კორპუსის თავმჯდომარეებთან პირველადი კომუნიკაციის წარმართვა და მათთვის "სითიქომის" კონცეფციის გაცნობა ** პირველადი კომუნიკაციის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კორპუსების სრული აღწერა კომპანიის ჩექლისტის მიხედვით ** კარდაკარ ვიზიტების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში სამეზობლო კრებების ორგანიზება ** შეთანხმების დოკუმენტების წარდგენა და მობინადრეთა თანხმობების დროული შეგროვება წერილობითი ფორმით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი ** სასურველია მართვის მოწმობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: 13:00-22:00 სთ, კვირაში 5 დღე ** დასვენება: კვირაში 2 დღე (ორშაბათი & სამშაბათი) ** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 ლარი + ყოველთვიური საბონუსე სისტემა (მოსალოდნელი ჯამური ანაზღაურება 3000+) ** კორპორატიულ ნომერს, კომპანიის ავტომანქანას გადაადგილებისთვის და საწვავს ** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან ** Fitpass ** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი), როლი მოაზრებს ოფისში ყოველდღიურ ვიზიტს რეპორტინგის მიზნით, 13:00-14:00 სთ-ებში.

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს.

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
სითიქომი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех