ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინატორი
Опубликовано 18 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 18 дек
"მეგალაბი" აცხადებს ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების კოორდინატორის ვაკანსიას.
"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.
ძირითადი მოვალეობები
- ფილიალების მონიტორინგი ტექნიკური და სარემონტო მიმართულებით;
- ფილიალების მომარაგების უზრუნველყოფა სამეურნეო და საკანცელარიო მიმართულებით;
- დიასახლისების და დასუფთავების ხარისხის მონიტორინგი;
- ფილიალების მონიტორინგი შრომის უსაფრთხოების შეფასების აქტების მიხედვით;
- საბაჟო ტერმინალიდან პროდუქციის დროული გამოტანის ორგანიზება;
- საბაჟო გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და შეგროვების კოორდინაცია;
- საბაჟო ბროკერებთან და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია;
- პროდუქციის განბაჟებისა და საწყობამდე ტრანსპორტირების პროცესის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- ადმინისტრაციული, საოპერაციო ან ლოგისტიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად კოორდინაციის უნარი;
- პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი
პირობები
- სამუშო გრაფიკი: 09:00 - 17:00 (ორშაბათი-პარასკევი);
- სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://megalab.selfrecruit.ge/0da0cb12-3124-4576-8fa5-1b008c512140